პროექტები


პროექტი
პროექტის სახელწოდება
რიცხვთა სამყარო

პროექტის აქტუალობა
მოსწავლეები შეძლებენ გაეცნონ რიცხვთა სამყაროს მრავალფეროვან თვისებებს. გაიღრმავებენ წარმოდგენას რიცხვის ცნების შესახებ და გამოიყენებენ მას საინტერესო თეორიულ და პრაქტიკული ამოცანების გადასაწყვეტად. ნათლად დაინახავენ, რომ რიცხვთა იმ კლასიფიკაციის გარდა, რასაც სასკოლო წიგნებში ხვდებიან, ჯერ კიდევ ჩვენს წელთა აღრიცხვამდე არსებობდა სხვა ტიპის დაჯგუფებაც. კერძოდ,: პითაგორელების აზრით, რიცხვები იყოფა ორ ჯგუფად: კეთილად და ბოროტად, ბედნიერებისა და უბედურების მომტანად. მათვე დაყვეს ნატურალური რიცხვები ლუწ და კენტ რიცხვებად, სრულყოფილ და არასრულყოფილ, მარტივ და შედგენილ, მეგობრულ, სამკუთხა, კვადრატულ, ხუთკუთხა და ა.შ.

პროექტის მიზნები
დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიების, გაცვლის, დამუშავების, ანალიზისა და სიმრავლის კლასებად დაყოფის უნარის, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ცოდნის   რეალურ ცხოვრებაში ტრანსფერის უნარების განვითარება.

მონაწილეთა ასაკი
მე-6  მე-7 კლასი

ვადები/ხანგრძლივობა
ორი კვირა___ 31.05-14.06

შესასწავლი ინფორმაციის მიწოდება
31.05

პროექტისთვის მზადება, რესურსების მოძიება
1.06-8.06

ინფორმაციის საპრეზენტაციოდ მომზადება
9.06-13.06

ჩატარების დღე
14 .06.18

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები განამტკიცებენ, გაიფართოვებენ ცოდნას რიცხვებზე, გაეცნობიან პითაგორელების თვალით დანახულ რიცხვთა სამყაროს. შექმნიან ლუწი და კენტი, მარტივი რიცხვების ცხრილს, აღმოაჩენენ რა კანონზომიერებით ხდება რიცხვების დაჯგუფება.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
ადამიანური რესურსები, კომპიუტერი,პროექტორი, სახელმძღვანელო „ მათემატიკა 7“ ჯაფარიძე , წილოსანის ავტორობით. ფორმატის ქაღალდი, სხვადასხვა ფერის მარკერი, წებოვანი ლენტი, ფერადი წებოვანი ქაღალდები.

პროექტის მსვლელობა (ძირითადი  აქტივობები)
აქტივობა 1.  თემის შერჩევა, ჯგუფების შექმნა, ჯგუფებში დავალებების გადანაწილება, ჯგუფური მუშაობა, თითოეული ჯგუფის პრეზენტაციის წარდგენა, შეფასება
  .მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ინფორმაციას რიცხვებზე :
·         ლუწი და კენტი რიცხვები;
·         მარტივი და შედგენილი რიცხვები;
·         სრულყოფილი და არასრულყოფილი რიცხვები;
·         სამკუთხა და ოთხკუთხა რიცხვები;
·         მეგობრული რიცხვები;
·         ნატურალური და მთელი რიცხვები;
აქტივობა.2. მოძიებული ინფომაციების დახარისხება-კლასიფიკაცია და პრეზენტაცია….

საგნებთან/საგნობრივი ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
მათ.VII.5 . ამოიცნობს და გამოსახავს სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებას
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე : სხვადასხვა ხერხით გამოსახულ დამოკიდებულებებს შორის მიუთითებს ერთსა და იმავე დამოკიდებულებებს
მათ.VII.6.  ამოცანის ამოხსნისას იყენებს სიმრავლურ ცნებებსა და ოპერაციებს
   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე : სხვადასხვა ხერხით მოცემული სიმრავლეებისთვის განსაზღვრავს მოცემული ელემენტის კუთვნილებას მოცემული სიმრავლისადმი.
მათ.VI.13. აკეთებს თვისობრივ და რაოდენობრივ მონა ცემთა ინტერპრეტაციასა და ელემენტარულ ანალიზს
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე : პოულობს მონაცემთა ერთობლიობაში არსებულ კანონზომიერებებს და მსჯელობს მათზე.


პროექტის მონიტორინგი და შეფასება
·         მონიტორინგის ჯგუფის შექმნა.
·         მონიტორინგის ჯგუფის დაკვირვება მიმდინარე პროცესზე. კერძოდ:
ü  რამდენად აქტუალურია საკითხი
ü  არის თუ არა ფორმულირებული მიზანი
ü  მიზანს შეესაბამება თუ არა მოსალოდნელი შედეგი
ü  მიზანს შეესაბამება თუ არა წარმოდგენილი აქტივობები
ü  გათვალისწინებული არის თუ არა მოსწავლეთა ასაკი, ცოდნა, ინტერესები, გამოცდილება
ü  არიან თუ არა ჩართულები მოსწავლეები  პროექტის დაგეგმვაში, წარმართვასა და განხორციელებაში
ü  როგორ არის აგებული პროექტის სტრუქტურა




პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი
ლალი ხორავა
მარინე გურჩიანი

ხელძმღვანელის ელ-ფოსტა
gurchianimarina@gmail.com



                          პროექტის ,,რიცხვთა სამყარო“ რეფლექსია
     პროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა საინტერესოდ.   მუშაობის პროცესში მოსწავლეების მოტივაცია იყო მაღალი. ვფიქრობთ, მიზანი მიღწეულია. მოსწავლეებმა პროექტში მოცემული ყველა აქტივობა განახორციელეს. მოიძიეს ინფორმაცია პითაგორელების მოძღვრების ძირითად ნაწილზე, (ესაა მოძღვრება რიცხვებზე. პითაგორელები აგროვებდნენ აბსტრაქტულ მათემატიკურ ფაქტებს და აერთიანებდნენ მათ თეორიულ სისტემებში).
    მოსწავლეთა პრეზენტაციები იყო საინტერესო და სახალისო. ეს გახლდათ პროექტის ყველაზე საინტერესო ნაწილი. პროექტის მონაწილეებმა შეძლეს მოძიებული  ინფორმაციის ანალიზი, დახარისხება და კლასიფიკაცია,  რის შემდგომაც წარმოგვიდგინეს:
·         ლუწი და კენტი რიცხვები.
·         მარტივი და შედგენილი რიცხვები.
·         სრულყოფილი და არა სრულყოფილი  რიცხვები.
·         სამკუთხა და ოთხკუთხა რიცხვები.
·         მეგობრული რიცხვები.
·         ნატურალური და მთელი რიცხვები.
·         ბოროტი და კეთილი რიცხვები.
წარმოადგინეს პითაგორას ჰოროსკოპი ,,როგორ  გამოვიანგარიშოთ ჩვენი რიცხვი“.
პრეზენტაციების წარმოდგენისას, მოსწავლეები იყენებდნენ პლაკატებს. უკეთესი იქნებოდა  გამოყენებული ყოფილიყო ვიდეო-რგოლი.  მომავალში შევეცდებით, პროექტების ფარგლებში  შევქმნათ ელექტრონული რესურსები და აქტიურად გამოვიყენოთ ისტ-ის პროგრამები.

0 коммент.:

Отправить комментарий

 

როგორ წარვმართო პრაქტიკის კვლევა